რეზონანსი
26.02.2019

2019 წლის პირველი აპრილიდან ნებისმიერი სისქის პოლიეთილენის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალება. როგორც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსმა ალვერდ ჩანქსელიანმა განაცხადა, ბიზნესის მხრიდან გადავადებაზე მოთხოვნა არსებობს, თუმცა აკრძალვის თარიღი არ გადავადდება. 

„კონსულტაციები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. ბიზნესის ნაწილი ამბობს, რომ გადაწყობა ვერ მოასწრეს და ითხოვენ დამატებით დროს. ეს დრო ზოგიერთისთვის 2 წლით განისაზღვრება და 2 წელი რომ არ მივიღოთ კანონი, გამოდის რომ გაურკვეველი ვადით უარს ვამბობთ მის მიღებაზე და ასე არ გამოვა. ჩემი ინფორმაციით, ეს თარიღი აღარ გადაიწევს და 1-ლი აპრილიდან სრულად ამოქმედდება. 

არანაირი ტიპის შეფერხებას შემოტანასთან დაკავშირებითადგილი არ ექნება. საერთაშორისო კომპანიები უზრუნველყოფენ ქვეყანაში შესაბამისი ბიოდეგრადირებადი პარკების შემოტანას. ასევე იმედს ვიქონიებთ, რომ მალე ადგილობრივი მწარმოებლები შეძლებენ ბაზრისთვის ამ ხარისხის პარკების მიწოდებას“, - განაცხადა "ბიემთან" ჩანქსელიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×