რეზონანსი
26.02.2019

 თელავში ბუნებრივი აირით ორი ადამიანი მოიწამლა. შემთხვევა კავკასიონის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსის მე-8 სართულზე ცოტახნის წინ მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, 17 წლის გოგო და 60 წლამდე ასაკის ქალი სახლში იმყოფებდონენ, როდესაც თავი შეუძლოდ იგრძნეს და სამაშველო სამსახურს თავად დაუკავშირდნენ. მაშველებმა და სამათალდამცველებმა ბინაში შესვლა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით შეძლეს.

დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი. ექიმების ინფორმაციით, პაციენტებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ და მიმდინარეობს მათი დეტოქსიკაცია.

(აიპრესი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×