ჟურნალისტ ბონდო მძინარაშვილის დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე მიმართავს ავრცელებს:
"დეკანოზმა მამალაძემ წერილი დაწერა და ოთხ მეუფეს გაუგზავნა. დეკანოზის ძმასაც აქვს ეს წერილი. ისეთები წერია, მეორედ მოსვლა დაიწყებაო, – აცხადებენ ისინი, ვინც წაიკითხა ან ვისაც წამკითხველმა მოუყვა წერილის წინაარსი.
საპატრიარქოში აცხადებე, – გამოაქვეყნეთ წერილი, ჩვენ შანტაჟს არ ავყვებითო. დეკანოზის გულშემატკივრები ამბობენ – არ შეიძლება ამ წერილის გამოქვეყნებაო. საპატრიარქო პასუხობს – გამოაქვეყნეთო.
არ აქვეყნებენ…
პეტრე ცაავა ამბობს – მძიმე სულიერ მდგომარეობაში დაწერა ის წერილიო. მგონი, ეგენი აპირებენ მამალაძის გიჟად გამოცხადებას – პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულების მონაწილეებს რომ დაასახელებს, იტყვიან, გიჟია და რა დაეჯერებაო. თან გაგიჟებაში ხელისუფლებას და საპატრიარქოს დაადანაშაულებენ.
P.S. ეხ, პეტრე, პეტრე მართლა რა გიჟი ჰყავხარ გამჩენს", – წერს ბონდო მძინარაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე