რეზონანსი
27.02.2019

 ჟურნალისტ ბონდო მძინარაშვილის დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე მიმართავს ავრცელებს:

"დეკანოზმა მამალაძემ წერილი დაწერა და ოთხ მეუფეს გაუგზავნა. დეკანოზის ძმასაც აქვს ეს წერილი. ისეთები წერია, მეორედ მოსვლა დაიწყებაო, – აცხადებენ ისინი, ვინც წაიკითხა ან ვისაც წამკითხველმა მოუყვა წერილის წინაარსი.

საპატრიარქოში აცხადებე, – გამოაქვეყნეთ წერილი, ჩვენ შანტაჟს არ ავყვებითო. დეკანოზის გულშემატკივრები ამბობენ – არ შეიძლება ამ წერილის გამოქვეყნებაო. საპატრიარქო პასუხობს – გამოაქვეყნეთო.

არ აქვეყნებენ…

პეტრე ცაავა ამბობს – მძიმე სულიერ მდგომარეობაში დაწერა ის წერილიო.  მგონი, ეგენი აპირებენ მამალაძის გიჟად გამოცხადებას – პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულების მონაწილეებს რომ დაასახელებს, იტყვიან, გიჟია და რა დაეჯერებაო. თან გაგიჟებაში ხელისუფლებას და საპატრიარქოს დაადანაშაულებენ.

P.S. ეხ, პეტრე, პეტრე მართლა რა გიჟი ჰყავხარ გამჩენს", – წერს ბონდო მძინარაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×