ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე ლადო აფხაზავასთან დაკავშირებით შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:
"ლადო აფხაზავას განუცხადებია, ბავშვობაში მაჩოქებდნენ სკოლაში და „მაპატიე ძია ლენინ“ მაძახებინებდენო...
მამხედე ბიძიკო აქეთ, 1976 წელს ხარ დაბადებული. დიდის ალბათობით 1982 წელს შეხვედი სკოლაში. ეს ის დროა უკვე, ლენინი კი არა, 1917 წლის რევოლუციაზე რო ხალხი ხმამაღლა ღლიცინობს და ანეკდოტებს ყვება, როცა თენგიზ აბულაძის „მონანიება“ არსებობს, როცა ეროვნული მოძრაობა ნელ-ნელა იწყება და როცა გიორგიევსკის ტრაქტატს უკვე ხმამაღლა ვაპროტესტებთ ახალგაზრდები... ხოდა, რაის ძია ლენინი შე კაი დედმამისშვილო, სადღა იყო მაგ დროს ძია ლენინი...
ეჰ, შენ ძამა, ასე თვალსა და ხელს შუა გვატყუებ იმ ხალხს, ქერომ მართლა ეროვნულ მოძრაობას იწყებდა და ყველაფერი გვახსოვს და ბაღნებს რას უზამ, ხომ გაზრდი ცრუპენტელებად?
P.S. არადა, როგორ გიცავდი და მიხაროდა ქართველმა კაცმა წარმატებას მიაღწია-თქო?“
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე