(რეზონანსი) სოციალური ქსელის მომხმარებელი ქეთო ქენქაძე პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ სახლთან გაჩერებული კუთვნილი ავტომანქანა დაუმტვრიეს და გაქურდეს.
მისივე თქმით, იგი სამმართველოს უფროსსმა გააფრთხილა, რომ სანამ გამოძიება მიმდინარეობს ამის შესახებ "ფეისბუქზე" არ დაეპოსტა.
"ზუსტად ერთი კვირის წინ, 20 რიცხვში, გვიან ღამე (სავარაუდოდ 3-5საათზე) სახლთან გაჩერებული მაქანა დამიმტვრიეს და გაქურდეს.
წაღებულია ყველაფერი, რისი წაღებაც შეიძლებოდა: კაპოტი, შიტოკი, ფარები, აკუმულატორი...
გამოვიძახე პატრული, რომელიც ზუსტად 40 წუთში მოვიდა, ნახა ასე ნაწილ-ნაწილ გაძარცვული მანქანა, კარგად იცინეს, ჩვენ ასეთი არაფერი არ გვინახავსო, უცებ ერთ-ერთ პატრულის თანამშრომელს გონება გაუნათდა, ბოლოს მომხდარი საგზაო შემთხვევები გადაემოწმებინათ ჩემი მანქანის ანალოგი ხომ არ დაზიანებულა, ამაზე მეორე თანამშრომელმა დასცინა, ყველას როგორ გადაამოწმებო
ამასობაში სამმართველოს უფროსმა გამიმხილა, შენს მეზობელს აივანზე კამერა აქვს დამონტაჟებული, მაგრამ რთულად იხსნება, რამდენად შევძლებთ გადამოწმებას არ ვიცი, თან საკითხავია ის კაცი საერთოდ თუ მოგვცემს კამერის ნახვის უფლებასო ხო, ამას მეუბნება სამმართველოს უფროსი არ გეჩვენებათ... თან გამაფრთხილეს სანამ გამოძიება მიმდინარეობს facebook-ზე არ დაპოსტოვო.
ამ ყველაფრის შემდეგ არავინ დამკავშირებია. დავრეკე გამომძიებელთან გუშინ, პასუხი: რამე სიახლე რომ ყოფილიყო თავად დაგიკავშირდებოდითო მაინც ჩავეძიე, ახლა რა ეტაპზეა გამოძიება, კამერები თუ გადაამოწმეთ-მეთქი, პასუხი: "რამე რომ ენახათ მეტყოდნენ" ანუ არც უკითხავს თანამშრომლებისთვის გადაამოწმეს თუ არა კამერები და იყო თუ არა საეჭვო რამე
საქმეც ალბათ დახურეს. ნორმალური პასუხი ვერ მივიღე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო თქვენ რას ფიქრობთ?! ", - წერს ქეთო ქენქაძე.
მომხდართან დაკავშირებით "პრაიმტაიმი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების ინფორმაციით - 20 თებერვალს, ავჭალაში ავტომობილის გაქურდვის ფაქტზე იმავე დღესვე სსკ-ის 177 მუხლით დაიწყო გამოძიება. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ დამუშავებულ იქნა დეტალურად ავტომანქანა, მიმდებარე ტერიტორიაზე დათვალიერებული არის ასევე სათვალთვალო ვიდეოკამერები. ავტომანქანაზე მიყენებული ზარალის განსაზღვრის მიზნით დანიშნულია ექსპერტიზა. მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე