რეზონანსი
27.02.2019

 „სასოფლოს სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის მიხედვით, რომელიც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა შეიმუშავა, უცხოელი ვალდებულია, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გამოიყენოს ამავე დანიშნულებით ან სამი წლის ვადაში გაასხვისოს ის. 

კანონპროექტი ითვალისწინებს ფინანსურ სანქციებს. კერძოდ, ზედიზედ სამი წლის განმავლობაში, მიწის ნაკვეთის დაუმუშავებლობის შემთხვევაში, უცხოელებს დაეკისრებათ ჯარიმა, რაც ერთ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთისთვის შეადგენს 500 ლარს და ყოველი მომდევნო ჰექტარი მიწის ნაკვეთისთვის - 300 ლარს, თუმცა არაუმეტეს 20 ათასი ლარისა. 

ამ ვალდებულებების ყოველი მომდევნო წლის განმავლობაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, ჯარიმები იზრდება და ერთ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთისთვის 700 ლარს შეადგენს და ყოველ მომდევნო ჰექტარზე მიწის ნაკვეთისთვის - 400 ლარს, მაგრამ არაუმეტს, 30 ათასი ლარისა. 

ასევე, კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმებს ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რომლის დომინანტი პარტნიორი არის უცხოელი - საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი. კერძოდ, თუ ისინი არ გაასხვისებენ სასოფლო-სამეურნეო მიწას, ამ კანონის ამოქმედებიდან ორი წლის ვადაში, აღნიშნულ შემთხვევაში, ჯარიმა ერთ ჰექტრამდე, 500 ლარს შეადგენს და ყოველ მომდევნო ჰექტარზე - 300 ლარს, მაგრამ ჯარიმა არ გადააჭარბებს 50 ათას ლარს. 

იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულებები არც მომდევნო წლებში სრულდება, ჯარიმა ერთ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთისთვის 700 ლარს შეადგენს, ყოველი მომდევნო ჰექტარი მიწის ნაკვეთისთვის კი - 400 ლარს, მაგრამ არა უმეტეს, 80 ათასი ლარისა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×