რეზონანსი
27.02.2019

 ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე ხვალ "მატროსოვის" ციხეში ქორწინდება. პოლიტიკოსის და ახლა უკვე პატიმრის რჩეული მარიამ ახობაძეა. წინასწარი ინფორმაციით, წყვილის მეჯვარეები სასჯელაღსრულების თანამშრომლები იქნებიან.

აღნიშნული ინფორმაცია პრაიმტაიმმა პენიტენციურ სამსახურშიც გადაამოწმა. უწყებაში დაგვიდასტურეს, რომ პატიმარმა დავით კირკიტაძემ ციხის ადმინისტრაციას შესაბამისი თხოვნით ნამდვილად მიმართა, რაც დაკმაყოფილდა.

 შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო ციხეში მიავლენს რეესტრის თანამშრომელს, რომელიც დავით კირკიტაძესა და მარიამ ახობაძეს შორის სამოქალაქო ქორწინებას ოფიციალურად გააფორმებს.

კირკიტაძე ე.წ მატროსოვის #9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×