ელზა პაპოშვილი
27.02.2019

 აეროპორტის დასახლებაში მცხოვრებმა 25 წლის მიგო ჯაჭვლიანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა 27 თებერვალს მოხდა. გოგონამ თავი საკუთარი სახლის ეზოში ჩამოიხრჩო და ის უკვე გადრაცვლილი დედამ იპოვა. გარდაცვლილმა სიკვდილამდე სოციალურ ქსელში სატატუსი დაწერა: „გამარჯობა, ახალო სამყარო“ - ამის შემდეგ ის გარდაცვლილი იპოვეს. 

გოგონა დედასთან და უფროს  დასთან ერთად ცხოვრობდა. მას მამა გარდაცვლილი ჰყავდა და დედამ გაზარდა. როგორც გარდაცვლილის ახლობლები „რეზონანსთან“ ყვებიან,  მათთვის ჯერჯერობით უცნობია რა გახდა სუიციდის მოტივი და გამოძიებას ელოდებიან. მათი თქმით, გოგონა საკმაოდ მხირული და კონტაქტური იყო. მას დეპრესიული მდგომარეობა არ ჰქონია, თორემ დედა ამას აუცილებლად შეატყობდა. მათი აზრით, რაღაც მოხდა გოგონას ცხოვრებაში, რამაც ის ამ მძიმე გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. 

მირანგულა ჯაჭვლიანი  პროფესიით ჟურნალისტი და „ტვ თრიალეთზე“ ერთ-ერთი გადაცემის თანაწამყვანი იყო. მისი კოლეგებისთვისაც გაუგებარია, რა შეიძლება გოგონას სუიციდის  მიზეზი ყოფილიყო.

„ჯერჯერობით არავინ არაფერი იცის. ვერსიების დონეზეც კი ვერაფერს ვამბობთ. ის უკვე გარდაცვლილი საღამოს დედამ ეზოში იპოვა. თავი ჩამოუხვრჩვია. მანამდე კი სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა. 

„მისი ყველა ნივთი გამომძიებელმა წაიღო. ამოიღეს კომპიტერიც და ტელეფონიც. იქ  ექნება მიმოწერა, ან სადმე საეჭვოდ რაიმე ნათქვამი, არაფერი ვიცით. არც დედას და დას აქვს რაიმე ვერსია, მისი ასეთი მძიმე გადაწყვეტილების მიზეზი რა უნდა გამხდარიყო. იმედი გვაქვს, რომ გამოძიება ყველაფერს გაარკვევს“, - აღნიშნავს „რეზონანსთან“ გარდაცვლილის ერთ-ერთი ახლობელი. 

გოგონას მეგობრების ინფორმაციით, პოლიციამ ისინიც და ოჯახის წევრებიც დაკითხა. გამოძიება სხვადასხვა ვერსიებზე მუშაობს და გარდაცვლილის  სოციალურ ქსელში მიმოწერას და სატელეფონო საუბრებს ამოწმებს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×