ია აბულაშვილი
27.02.2019

 დაუჭერს, თუ არა მხარს მმართველი გუდი 20 ოპოზიციური პარტიის მთავარ მოთხოვნას 2020 წლის საპარლამენტო არჩევების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას, მაშინ, როდესაც, ოპოზიციის მტკიცებით, „ოცნების“ 78 დეპუტატი თავად ითხოვდა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას? საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ „ოცნების“ უმრავლესობა მომხრე იყო პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების, თუმცა თავად ოპოზიცია არ ჩაერთო ამ პროცესში, დღეს კი მათთვის მთავარია, რაც შეიძლება მეტი ბრალი წაუყენონ „ოცნებას“.

„ჩვენ არაფრის კატეგორიული წინააღმდეგი არ ვართ, თუ შეაგროვებენ ხელმოწერებს და დადგება განხილვის საკითხი, განვიხილავთ, ეს საპარლამენტო პროცესია. თუმცა, დამატებითი არგუმენტები ამ საკითხთან მიმართებაში მათი მხრიდან არ ჩანს.  ოპოზიციისთვის მთავარია რაც შეიძლება მეტი ბრალი წაუყენონ „ოცნებას“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×