რეზონანსი
28.02.2019

 მარი თაბაგარი საოცარ ისტორიაზე ყვება, როგორი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა, რა გზა გაიარა შვილის სიცოცხლის ბრძოლისთვის და ნათლობის საიდუმლომ როგორი სასწაული მოუვლინა:

"9 წლის ნანატრი შვილის მონათვლას დიდი ზარ-ზეიმით მეორმოცე დღეს ვაპირებდით. ერთი თვის თავზე ცუდად გახდა. ძალიან ცუდად. ორი დღე იკვლევდნენ მიზეზს და არასამედიცინო ენით რომ ვთქვათ, ნაწლავის გადახლართვა (გაუვალობა) დაუდგინდა. ოპერაციის დაყოვნება სიკვდილის ტოლფასი იყო.

იაშვილის კლინიკაში პალატა გამომიყვეს, რომ რეანიმაციიდან გამოსულ შვილს დავლოდებოდი (სახლში წამოსვლაზე პროტესტი განვაცხადე). დაჩი კი წარმატებულად დასრულებული ოპერაციის შემდეგ რეანიმაციაში გადაიყვანეს. არც ერთი ღამე იმ პალატაში არ გამიტარებია. რეანიმაციის კართან ლოცვით ვათენებდი. სამი დღე გადიოდა და ოპერაციის შედეგს ვერ ვხედავდით. თუ ასე გაგრძელდებოდა, მეორე ოპერაცია გარდაუვალი იყო.

მესამე დღეს რეანიმაციაშივე სასწრაფოდ მოვნათლეთ დაჩი. ნათლობის მეორე დღიდან კი ჯერ ის გვაცნობეს, რომ მეორე ოპერაცია საჭირო აღარ გახდებოდა, მეხუთე დღეს კი ნაწლავის სრული აღდგენაც აჩვენა ექოსკოპიამ. დარჩა გასაფრთხილებელი ნაოპერაციები და მაღალი სიცხე.

მახსოვს, რეანიმაციაში შესულს ერთმა სათნო და მზრუნველმა ექთანმა მითხრა, ამას ახლა დედის გვერდით ყოფნა უნდა, სხვა აღარაფერიო. იმ დღესვე პალატაში გადმოვაყვანინე. მის შემდეგ ყოველ ღამით მისი სუნთქვა ჩემი იავნანაა", – წერს მარი თაბაგარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×