"რატომ არის ოპოზიცია ასე დარწმუნებული, რომ ხალხის ოცნება პროპორციული სისტემაა? ხელი შეიძლება სტუმრად მისულ კაცს მოუწეროს, მაგრამ ქუჩაში გამოვა იმისთვის, რომ პარტიამ არჩევნები პროპორციული სისტემით ჩაატაროს? ეს უფრო ეგოისტური მოხოვნაა, ხალხის ინტერსებზე კი არა პარტიულ ინტერესზე გათვლილი," - აცხადებს პოიტოლოგი რამაზ საყვარლიძე, რომელსაც "რეზონანსი" მმართველი პარტიისა და ოპოზიციის პერსპექტივებეზე ესაუბარა.
"რეზონანსი": ექსპერთა ვარაუდით, ის, რაც დღეს "ოცნებაში" ხდება, ეს არის ბრძოლა მომავალი არჩევნებისთვის. ვინ მივა ივანიშვილათან ერთად 2020 წლის არჩევნებში?
რამაზ საყვარელიძე: მიზეზი ალაბთ რამდენიმეა. პირველი ის, რომ "ცნებაში" ადგილები უსასრულო არ არის და არც საარჩევნო სიაა რეზინის, ამიტომ პოლიტიკოსებს აიძულებს იმოქმედონ უფრო პრაქტიკულად და მომგებიანად. მეორე ფაქტორი ალბათ ის არის, რომ ადრეც იყო არჩევნები, მაგრამ ასეთი სიტუაცია არ ყოფილა. ანუ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ნახეს, რომ "ოცნებას" საზოგადოების ის მხარადჭერა აღარ აქვს, როგორც ადრე და სხვა პარტიაში გადასვლით, ვისაც საზოგადოების მხარაჭერა ექნება, ისევ მოვა პარლამენტში. დღეს ასეთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც მოსახლეობის მხადაჭერა აქვს, არის ბესელიას ჯგუფი, რომელმაც უშეცდომო პოზიცია აიღო და ხალხის სურვილს ეხმიანება.
"რ": ექსპერტები არც იმას გამორიცხავენ, რომ ეს შეიძლება ივანიშვილის სცენრით ხდება? თქვენც ასე ფიქრობთ?
რ.ს: არ არის გამორიცხული, რომ ივანიშვილი თავად ახალისებს ნაკადებს, რათა მას შეექმნას ალტერანატივა. მანაც დაინახა, რომ ახალგაზრდა ჯგუფმა ვერ გაიყვანა სალომე ზურაბიშვილი პირველ ტურში, ეს ახალგაზრდა ჯგუფი არ არის წარმატების მომტანი, და ფაქტიურად დაუნგრია პარტია. არადა ივანიშვილი იმისთვის დაბრუნდა, რომ პარტიაში გაჩენილი ბზარი შეეკრა და ამოევსო საზოგადოებასა და პარტიას შორის გაჩენილი ნაპრალი.
ამ ფონზე უშეცდომო სვლა გააკეთა ბესელიამ. დაძაბულ მომენტშიც აიღო პაუზა, რომ საზოგადებს ინტერესი გაეღვივებინა. ანუ მომწიფებული მხარე არის ბესლიას მხარე, მოუმწიფებელი არის ახალგაზრდული ჯგუფი. ასე რომ, შეიძლება ამ ალტერანტივაზეა აქცენტი, რომელიც უფრო მომგებიანი იქნება ისეთი პარგმატიკოსი ადამიანისთვის, როგორც ივანიშვილია.
"რ": თუმცა ბესელიას ამ ნაბიჯს უნდობლობით უყურებს ოპოზიცია და არ გამორიცხავენ, რომ სწორედ ეკა ბესელიას ჯგუფი იქნება ივანიშვილის სატელიტი პარტია.
რ.ს: სატელიტი პარტია ცოტა სხვა რამეა და ასეთი პარტიები ჩვენ გვინახავს "ნაციონალური მოძრაობის" დროს, პრაქტიკულად ერთ ხმაში რომ ლაპარაკობდნენ. ამჯერად ასე არ არის, ბესელია დისტანცირებას რომ არ ჩქარობს ივანიშვილისგან, ისინი რატომ არ ჩქარობენ დისტანცირებას სააკაშვილისგან, მისი სატელიტი პარტიები არიან? ეკა ბესელია რომ არ ჩქარობს, ეს მისთვის, პოლიტიკურად მომგებიანია. თუ რეიტინგი არ ჰყოფნის პარტიას, ასეთ ფიგურებზე აკეთებს აქცენტს, ან პირიქით, თუ მათ გაუჭირდათ წავიდნენ ივანიშვილისკენ. ოპოზიცია სატელიტ პარტიებზე რომ ლაპარაკობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ძირითადი პარტია ისევ ძალაშია და ვიღაც ფორმდება სატელიტ პარტიად. დღეს ასე არ არის, პარტია სუსტდება, მაგრამ მის მაგივრად სატელიტი პარტია კი არა, ახალი პარტიული სტრუქტურა იქმნება, რომელიც ხელსაყრელი იქნება ივანიშივილის გამარჯვებისთვის 2020 წელს.
"რ": რა პერსპექტივა აქვს ოპოზიციის ერთობას, რომელიც მილიონი ხელმოწერის შეგროვებას იწყებს არჩევნების პროპორციული სისტემის ჩატარების მთხოვნით?
რ.ს: ამ ოპოზიციაზე სერიოზული ლაპარაკი ჩემთვის დამთრგუნველია, მაგრამ თქვენს გაზეთს ხათრს ვერ ვუტეხ და ვლაპარაკობ. ეს ის ოპოზიციური პარტიებია, რომლებმაც საზოგადოების მხარადჭერა ვერ მოიპოვეს და ანაგრიშგასაწევ ძალად ვერ იქცნენ. რაღაცას აიკვიატებენ, მაგრამ შედეგზე არ ფიქრობენ. ამჯერადაც რატომ არიან დარწმუნებული, რომ პროპორციული სისტემა ხალხის ოცნებაა? ხელი შეიძლება კაცმა მოუწეროს სახლში მისულ სტუმარს, მაგრამ ქუჩაში გამოვა იმისთვის, რომ პარტიებმა პროპორციული სისტემით ჩაატარონ არჩევნები? ეს უფრო ეგოისტური მოთხოვნაა. ხალხის ინტერესებზე კი არა, პარტიულ ინტერესზე გათვლილი.