(რეზონანსი) თბილისში, კნოლევის ქუჩაზე ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი ორი ახალგაზრდიდან ერთ-ერთი 20 წლის დიმიტრი დარბაიძეა.
დიმიტრი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშიდანაა და თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.
"უბრალოდ არც კი იცი როგორ დაგვაკლდები, ყოველთვის ღიმილით გვხვდებოდი, ახლა რა დაგემართა? ეს დღე როგორ გიხაროდა, კიდევ ასეთი ბევრი დღე უნდა გაგხარებოდა მაგრამ წახვედი. სად ? რატომ ? ან რის გამო ? სულ ამბობდი კლასი შევიკრიბოთო, ხო და ახლა შეგკვრიბავ ყველას. როგორ ვთქვათ შენზე დაიღუპაო, იცი არავის გვჯერავს, ალბად კარგი ხანი ვერც დავიჯერებთ. ყველა ვამბობთ ისევ ის მოუსვენარი და ცეტი გვახსოვსო როგორც გეძახდით. შე მართლა ცეტო როგორ წახვედი, როგორ დაგვტოვე ყველა, საერთოდ არ შეგეცოდა არავიინ ?! შენი სახე სერიოზული არგვინახავს არასდროს, სულ იცინოდი, სულ მაგრამ ახლაა ? შენი სახე მოსაგონრად დაგვიტოვე", - წერს დაღუპული ახალგაზრდის მეგობარი ფეისბუქზე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე