ელზა პაპოშვილი
01.03.2019

 საპატრიარქომ გადაწყვეტილება შეცვალა. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულმა დეკანოზ მამალაძემ შესაძლოა სასჯელაღსრულების დაწესებულება მალე დატოვოს. მასთან მოულოდნელად შეხვედრაზე მეუფე ანტონი მივიდა, რომელიც დეკანოზს რამდენიმე საათის განმავლობაში  ესაუბრებოდა. 

აღსანიშნავია, რომ ორი დღი წინ საპატრიაქროს პრესსმდივანმა ანდრია ჯამღაიძემ განაცხადა, რომ დეკანოზს მაშინ შეიწყალებდნენ, თუ ის დანაშაულს მოინანიებდა, რაზეც მსჯავრდებული უარს აცხადებს და ამბობს, რომ ის დამნაშავე არ არის. ციხიდან გამოსულმა მეუფემ კი განაცხადა, რომ მას დეკანოზის უდანაშაულობის სჯერა და პატრიარქიც მზად არის, რომ მისი შეწყალებით პრეზიდენტს მიმართოს. 

მოხდა თუ არა საპატრიარქოსა და დეკანოზს შორის დუმილის სანაცვლოდ გარიგება, უცნობია, ცნობილია ის, რომ მსჯავრდებულმა ციხიდან ოთხ მეუფეს სკანდალური შინაარსის წერილი გაუგზავა, სადაც ეკლესიის  შიდა პრობლემებზე იყო საუბარი. 

მეუფე ანტონი, რომელმაც ციხის საავადმყოფოში დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულა, ამბობს, რომ წერილის თემით სპეკულაციას  ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას. მისი  თქმით, აუცილებელია, რომ იქ მოყვანილ ფაქტებზე ეკლესისი შიგნით გადაწყდეს და ეს გარეთ არ გამოვიდეს. მისი აზრით, ეს არის შიდა სამზარეულო, რომლის შესახებაც არ არის საჭირო საზოგადოებამაც გაიგოს. მეუფე ანტონი ამბობს, რომ საპატრიარქო ყველაფრისთვის მზად არის. 

„შეწყალების მოთხოვნაზეც რომ ნაბიჯი გადავდგათ, მზად ვართ. მღვდელმთავრები ვფიქრობთ, რომ ამის მოთხოვნა აუცილებელია და აქ სადავო აღარაფერია. რაც შეეხება წერილის შინაარს, ეს არის ეკლსიის შიგნით განსახილველი საკითხები და ამას მითქმა-მოთქმა არ სჭირდება. აქ არ არის საუბარი თემის სიმძიმეზე და რაღაც  კატასროფაზე, რომლითაც მანიპულირება მიდის. 

ეს არის შიდა საკითხი. პრეზიდენტი გადადგამს ამ ნაბიჯს და დეკანოზი შეწყალებული იქნება. თვითონ მსჯავრდებული იტყვის ყველაფერს და მე არ მინდა, რომ მოვლენებს დავასწრო. საპატრიქრო ფაქტიურად მზად არის, რომ დეკანოზი შეიწყალოს. რა კითხევბიც მქონდა საქმის ირგვლივ დეკანოზისგან კოკნრეტული პასუხები მივიღე. პატრიაქრის პოზიცია არის დადებითი, მივალ მეც ახლა დავსხდებით სინოდის წევრები და მოვილაპარაკებთ. ასე კონკრეტულად როდის და რა ვადებში ჯერ ხომ უნდა გავიგო მეც,  ყველაფერს გაგაგებინებთ“, - აღნიშნა მეუფე ანტონმა.  

დეკანოზ მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ის საჯაროდ ვერ იტყვის მეუფე ანტონსა და დეკანოზს შორის რა საუბარი შედგა. მამალაძე საპატრიარქოს გადაწყვეტილებას მიესალმება და დარწმუნებულია, რომ ამის შემდეგ ამ საქმის ირგვლივ ყველანაირი აჟიოტაჟი დასრულდება. 

„რეზონანსის“ კითხვაზე ხდება თუ არა დეკანოზის შეწაყალება მისი დუმილის სანააცვლოდ, მამალაძე გვპასუხობს, რომ მისთვის გაუგებარია დუმილში რას ვგულისხმობთ. მისი აზრით, წერილში მოცემული შინაარსი ეკლესიის და საპატრიარქოს შიდა სამზარეულოა და ამატომაც მასაც ჰგონია, რომ ეს მხოლოდ სინოდის მსჯელობის საკითხია. 

„ვიცი, რომ ჩემს ძმას ამ წერილში ვინმეს მიმართ მუქარა ან რაიმე ამდაგვარი არ დაუწერია და  იქ რაიმე განსაკუთრებული არ ეწერა. ადამიანი ციხეშია და წნეხის ქვეშ მყოფმა რაღაც დაწერა. იქ რაიმე ისთი სკანდალური ინფორმაცია არაა, რომ ამის გამო მისი შეწყალება გადაეწყვიტათ. დღევანდელი განცხადებები რასაც აკეთებენ, ვთვლი,  სწორი გადაწყევტილებაა“, - აცახდებს დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, რაც შეეხება საპატრიარქოს სიტყვებს, რომ ისინი ითხოვენ მისი  ძმისგან სინანულს, ეს სინანული შეეხება მხოლოდ და მხოლოდ სულიერ მდგომარეობას, რაც საეკლესიო წრეებში უნდა მოხდეს. 

„როგორც მამა ანდრიამ ჩენთან პირად საუბრებში აღნიშნა: იმ ბრალის აღიარებას, რის გამოც ჩემი ძმა უკანონოდ ზის, რა თქმა უნდა, არასდროს მოითხოვენ, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ ჩემი ძმა არასდროს არავის მკვლელობას არ გეგმავდა", - განაცხადა თორნიკე მამალაძემ. ამბობს, რომ მისი ოჯახის კარვით დგომა ეკელსიის დისკრედიტაცის არ ემსახურება. ისინი მხოლოდ დეკანოზის ჯანმრთელობაზე დარდობენ. მანამდე იქნებიან, სანამ დეკანოზი თავისუფალი არ იქნება. 

საპატრიარქოს პრესმდივანმა, ანდრია ჯაღმაიძემ დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოში ასევე  28 თებერვალს მოინახულა. მისი თქმით, მსჯავრდებულ დეკანოზთან ზეთის ცხების მიზნით იყო შესული და მსჯავრდებულთან საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა, რომელიც საპატრიარქოს განცხადებასაც შეეხო. საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება არასწორად იქნა ინტერპრეტირებული. ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საპატრიარქოს დეკანოზის შეწყალებაზე უარი არ უთქვამს. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი მეორე მხარის ქცევაზეა დამოკიდებული, რადგან საპატრიარქო შანტაჟის მცდელობას არ აჰყვება.

„ვისაუბრეთ იმ გარემოებაზე, რაც ბოლო პერიოდში დეკანოზ გიორგის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით განვითარდა. სამწუხაროდ, ზოგიერთმა ტელევიზიამ საპატრიარქოს განცხადების არასწორი ინტერპრეტაცია სცადა, თუმცა თავად მამა გიორგისთვის და მისი ოჯახისთვის სრულიად გასაგებია, რა იგულისხმებოდა. განცხადება ემსახურება პროცესისთვის ნათელის მოფენას. 

საქმე იმაშია, რომ ერთდროულად მუქარისა და შანტაჟის ტონით საუბრისას საპატრიარქოს მხრიდან მისთვის შეწყალების შუამდგომლობის თხოვნა არის ძალიან ალოგიკური. საკვირველია, როგორ შეიძლება არ ესმოდეთ მის ქომაგებს, რომ ეს ორი რამ შეუთავსებელია. ვფიქრობთ, ეს არის მიზანმიმართული სტრატეგია, რომ რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნდეს დაძაბული ვითარება და საპატრიარქოს არ მიეცეს შეწყალებაზე შუამდგომლობის დაყენების საშუალება“, - აცხადებს გიორგი ჯაღმაიძე. 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×