რეზონანსი
01.03.2019

 იტალიაში 43 წლის ასაკში გავლენიანი ქართველი "კანონიერი ქურდი" ჯემალ მიქელაძე გარდაიცვალა, რომელსაც კრიმინალურ წრეებში "ჯემო თბილისკის" სახელით იცნობდნენ. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად კოკაინით ზედოზირება სახელდება. 

ჯემალ მიქელაძე "კანონიერი ქურდების" ოჯახის ბოლო წარმომადგენელი გახლდათ. მისი ძმა, "კანონიერი ქურდი" მამუკა მიქელაძე 52 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ერთი თვის წინ გარდაიცვალა. ასევე "კანონიერი ქურდი" გახლდათ ჯემალ მიქელაძის მამა არსენ მიქელაძე. 

მიქალაძეები წარმოშობით თბილისიდან (გლდანი) არიან, თუმცა წლებია მოსკოვში ცხოვრობდნენ. მამუკა მიქელაძე ბოლოს 2011 წელს ნარკოდანაშაულისთვის დააპატიმრეს. სავარაუდოდ, სწორედ ნარკოტიკები გახდა მისი მძიმე ავადმყოფობის მიზეზიც.

მიქელაძეების კლანი აქტიურად იყო დაპირისპირებული ქურდული სამყაროს ნათლიმამის, ასლან უსოიანის, იგივე "ძედ ჰასანის" დაჯგუფებასთან. 

ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობდა ჯემალ მიქელაძე, რომელიც რუსმა სამართალდამცავებმა 2013 წელს დააკავეს და ჩხრეკისას კოკაინი და ხელყუმბარა ამოუღეს. ამის შემდეგ კი ჯემალ მიქელაძის სახელით მედიაში გამოჩნდა სკანდალური წერილი, სადაც ქართველი "კანონიერი ქურდი" რუს სამართალდამცავებს მექრთამეობაში ამხელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×