თამარ შუკვანი
02.03.2019

 „თუ საპატრიარქო შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება, მივესალმები," - აღნიშნავს მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი მეუფე ანანია ჯაფარიძე „რეზონანსთან" ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის შესაძლო შეწყალებაზე საუბრისას.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ისეთივე პოზიცია აქვს, როგორც სხვა ნებისმიერ პერსონას:

„მინდა, რომ ყველა იყოს თავისუფალი, თავის სახლში, თავის ეკლესიაში, თავის მრევლთან. მინდა, რომ არავინ იყოს დამნაშავე და ყველა თავისუფალი იყოს. პირადად ისეთი აზრი მაქვს, როგორც ყველა ადამიანს," - განაცხადა მეუფემ.

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ დეკანოზის შეწყალების საკითხი ასე უპირობოდ ვერ განხორციელდება.

„დაველოდოთ, ასე უპირობოდ არ იქნება. ჩვენი განცხადებით იხელმძღვანელეთ. იქ ნათლად წერია, რომ გარკვეულ გარემოებებს ნათელი უნდა მოეფინოს და ამ შემთხვევაში შესაძლებელია... ყოველ შემთხვევაში, მოვლენებს უნდა დაელოდოთ," - ამბობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×