რეზონანსი
02.03.2019

 (რეზონანსი) ზუგდიდში ავტომანქანა გაქურდეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. წაღებულია პირადი ნივთები და ასევე, 400 ლარის ოდენობის თანხა. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

ავტომობილის მძღოლის თქმით, მანქანა რამდენიმე წუთით დატოვა, როდესაც შვილი ცეკვაზე შეიყვანა და გამოსულს საქარე მინა ჩამტვრეული დახვდა, ხოლო ჩანთა წაღებული.

მანქანის მეპატრონე ამბობს, რომ ჩანთაში პირად ნივთებთან ერთად 400 ლარი ჰქონდა.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები და იგეგმება ავტომობილის მფლობელის გამოკითხვაზე გადაყვანა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×