რეზონანსი
02.03.2019

 დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოენრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კატეგორიულად უარყოფს მედიაში გავრცელებულ იმფორმაციას, რომ მარტში „ღორის გრიპის" ახალი ეპიდ-აფეთქებაა მოსალოდენლი. იგი აცხადებს, რომ მსგავსი რამ არ უთქვამს, და ხალხს არ უნდა ჰქონდეს პანიკის საფუძველი.

„გრიპის საფრთხე და შემთხვევები შესაძლოა იყოს მარტშიც, აპრილშიც, ამიტომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა და ის პრევენციული ღონისძიებები, რომლებსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქვეყნებს, უკლებლივ ყველა უნდა განხორციელდეს", - აცხადებს გამყრელიძე .

მისი თქმით, გრიპთან დაკავშირებით სიტუაცია ნელნელა მშვიდდება. თუმცა, ხელისუფლება ყველაფრისთვის მზად არის, მედიკამენტების მხრივაც რაიმე კრიზისი საფრთხე არ არსებობს, რადგანაც ქვეყანაში არის „ტამიფლუს" საკმარისი მარაგი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ჰიგიენური ნორმები მაქსიმალურად დაიცვან,რათა თავიდან აიცილონ ის ფატალური შედეგები, რაც იანვარ-თებერვალში ღორის გრიპის ვირუსის ტალღას მოჰყვა.

თამთა ჩაჩანიძე

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×