რომში გამართულ შეხვედრას ექსდეპუტატი სოსო მანჯავიძე ეხმაურება:
"ვუყურე რომში გამართულ "სრულიად ქართველთა ყრილობას". მართლაც სასაცილოა სახელისა და ფაქტის შეუსაბამობა, მაგრამ ყველაზე სასაცილო მაინც გიორგი სიგუას ამბავია ამ ისტორიაში. აი, ნამდვილი კვაჭი კვაჭანტირაძე, თაღლითი თაღლითთა შორის. კაცმა სააკაშვილს ორი მკვახე სიტყვა უთხრა პრინსტონში და ამ "გმირობის" გამო ქვეყნისთვის სტრატეგიული დარგის, ტურიზმის ხელმძღვანელობა ჩააბარეს.
შემდეგ ნარკოდილერების საოცნებო კაზანტიპისა და ჯემ-ფესტებით შოულობდა ფულს და დაჭერას გადარჩენილი უეცრად იმ მიხეილ სააკაშვილის მეხოტბედ და ემიგრანტთა აქციის ორგანიზატორად მოგვევლინა, რომლის გალანძღვითაც კარიერა გაიკეთა.
რომში ჩატარებული აქციის კომიკური ხასიათი მაფიქრებინებს, რომ ამ თაღლითმა ახლა უკვე თვით მიხეილ სააკაშვილიც კი გააცურა.
ერთი იმ ხალხის ტვინში ჩამახედა, ამას რომ ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ჩააბარა. თუმცა რა... სიგუაზე უკეთესის დანახვის იმედი ნამდვილად არ მაქვს მწარე გამოცდილების გამო", – წერს მანჯავიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე