"ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი არქივიდან ფოტოს აქვეყნებს და წერს:
"1998 წელია, ამერიკის იურისტთა ასოციაციაში ვმუშაობ და ჩაქვში მივდივართ სასამართლოს დამოუკიდებლობის თემაზე გვაქვს კონფერენცია (მაშინაც მოსამართლეების თემა იდგა - საკვალიფიკაციო გამოცდები და მათი ხელახალი დანიშვნა). დიდი კონფლიქტი იყო.
უკან სულხან მოლაშვილია, მის უკან - სოზარ სუბარი იყურება.
გვერდზე, კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰუდით სააკაშვილია - რევოლუცია რომ მოხდა, თავი ამოვჭერი და სუპერმენის თოჯინა ჩავუსვი, გამოვუგზავნე სტრასბურგიდან (that explains უთავობა).
ახლა 2019 წელია და 21 წლის თავზე, ისევ სასამართლოს და მოსამართლეების დანიშვნის თემაზე ვხოცავთ ერთმანეთს", - წერს ჩერგოლეიშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე