რეზონანსი
05.03.2019

 (რეზონანსი) ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს.

როგორც რამდენიმე წუთის წინ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო.

ამასთან, პარტიაში შემოღებულია ახალი თანამდებობა - პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივნის პოსტი, რომელსაც გია ვოლსკი დაიკავებს.

„ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ მდივნად დაბრუნება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პარტიის გაძლიერებას", - განაცხადა კახა კალაძე.

ირაკლი ღარიბაშვილი 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 24 დეკემბრამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო, მანამდე კი 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2013 წლის 17 ნოემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×