რეზონანსი
05.03.2019

 (რეზონანსი) წერილი თან მაქვს, - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც რამდენიმე წუთის წინ, დაკითხვაზე მივიდა.

"წერილი რა თქმა უნდა, თან მაქვს და უნდა წარვადგინო. დანარჩენს რომ გამოვალ, შემდეგ გავაკეთებ კომენტარს," - განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ გუშინ, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ ხაზარაძე მოსამართლის წინაშე დაკითხვაზე დაიბარა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×