რეზონანსი
05.03.2019

 (რეზონანსი) საზოგადოებას ვარწმუნებ, რომ მალხაზ კობაური პატიმრობიდან არ გათავისუფლდება და ის მიიღებს ადეკვატურ სასჯელს, - ამის შესახებ ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის საქმის პროკურორმა, ზაზა დათუკიშვილმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

„სმიტების მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მალხაზ კობაურის პატიმრობის ვადა 9 აპრილს იწურება. ამ დრომდე სასამართლო განხილვა აუცილებლად დასრულდება და ჩემი ღრმა რწმენით, იმ უტყუარი და არაერთი მტკიცებულების შეფასებით, რაც გვაქვს საქმეში, ბრალდებულ კობაურის მიმართ დადგება გამამტყუნებელი ვერდიქტი. მე, როგორც ამ საქმის პროკურორი, საზოგადოებას ვარწმუნებ, რომ კობაური პატიმრობიდან არ გათავისუფლდება და ის მიიღებს ადეკვატურ სასჯელს", - განაცხადა საქმის პროკურორმა, ზაზა დათუკიშვილმა.

გორის რაიონულ სასამართლოში ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით დღეს დაიწყო.

მალხაზ კობაურს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ", მე-2 ნაწილის „ბ", მე-3 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც 16-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×