რეზონანსი
05.03.2019

 7 მარტს „პატრიოტთა ალიანსი" სააპელაციო სასამართლოსთან სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლის, ლევან მურუსიძის გადადგომის მოთხოვნით მასშტაბურ მსვლელობას მართავს, რომელიც დიდუბის ხიდიდან დაიწყება და სააპელაციო სასამართლოსთან მიტინგით დასრულდება. ამასთან დაკავშირებით „რეზონანსი" პარტიის პოლიტიკურ მდივანს, გოჩა თევდორაძეს ესაუბრა.

„ვგეგმავთ მასშტაბურ აქციას სააპელაციო სასამართლოსთან 2 საათზე, მოთხოვნით არა მურუსიძეს, არა უვადო მოსამართლეებს და საერთოდ ვაპროტესტებთ იმას, რაც ხდება ჩინჩალაძეებთან, მურუსიძეებთან, გვრიტიშვილებთან მიმართებაში", - აცხადებს თევდორაძე.

მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსს", მრავალრიცხოვანი აქციის გამოცდილება უკვე აქვს და ხუთშაბათის აქციაზე რამდენიმე ათას კაცს ელოდებa

სასამართლოსთან ამ მიტინგით არ ვფიქრობთ,რომ უთუოდ რამე გადაწყდება. ამიტომ აქციები გაგრძელდება დიდი მასშტაბებით რუსთაველზე, არა მხოლოდ სასამართლოს სისტემის გაჯანსაღების მოთხოვნით, არამედ იქნება მოთხოვნები საარჩევნო სისტემასთან და სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით", - განაცხადა თევდორაძემ.

აქციის მონაწილეთა შეკრება დიდუბის ხიდთან შუადღის 2 საათზეა დანიშნული.

თამთა ჩაჩანიძე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×