„საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს საუბარი ნამდვილად არ უჭირს და შეუძლია შეუსვენებლივ 2 საათიც ისაუბროს, მაგრამ დარწმუნებლი არ ვარ, რომ მსმენელი ეყოლება, რადგან დღეს პარლამენტარებს თავის გასაჭირი აქვთ...
„თუმცა, ოპოზიცია მაინც შეეცდება ალიაქოთის მოწყობას და ეს სალომე ზურაბიშვილს არ უნდა გაუკვირდეს, რადგან ყველას კარგად გვახსოვს, თავად როგორი კრიტიკული იყო 2016 წელს ახლად არჩეულ პარლამენტში მისული პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიმართ. ვისურვებდი, რომ ასეთი უდიერი თავდასხმა აღარ განმეორდეს და ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოს ერმანეის ლანძღვა-გინებას.
„რაზე ისაუბრებს ქალბატონი პრეზიდენტი დეპუტატების წინაშე, პროგნოზის გაკეთება გამიჭირდება, თუმცა, იგი დღეს უფრო ძლიერად გამოიყურება ვიდრე არჩევნების დროს, მაგრამ არ მგონია, რომ როგორც მისი პრეს-სამსახური აცხადებს, საზოგადოებისთვის ყველა საინტერესო საკითხზე ისაუბროს.
„ალბათ საზოგადოება მისი პრეზიდენტის რანგში საზღვარგარეთული ვოიაჟების შესახებ უფრო მეტს გაიგებს, ვიდრე რომელიმე კონკრეტულ საკითხზე მისი პოზიციას“, - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტის რანგში პირველ გამოსვლას.