რეზონანსი
05.03.2019

 გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორი შეიძლება საქართველოს წარმომადგენელი გახდეს. 2019 წლის ივნისში გენერალური დირექტორის არჩევნები გაიმართება, რომელშიც 5 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. გამარჯვებული 1-ლი აგვისტოდან 4 წლის ვადით, შეუდგება თავის მოვალეობას გენერალური-დირექტორის რანგში.

გენერალური დირექტორის პოსტზე წარდგენილია დავით კირვალიძე - საქართველოდან, მედი მუნგი - კამერუნიდან, ცუი დუნიუი ჩინეთიდან, კეტრინ ჟესლინ-ლანელი საფრანგეთიდან და რამეშ ჩანდი ინდოეთიდან.

არჩევნები ჩატარდება ფარული კენჭისყრით, სადაც თითოეულ ქვეყანას ერთი ხმის მიცემის უფლება ექნება. გამარჯვებული ხმების რაოდენობის მიხედვით გამოვლინდება.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) წარმოადგენს სოფლის მეურნეობის დარგში გაეროს სისტემის უმთავრესი სააგენტოს. იგი დაარსდა 1945 წელს. ორგანიზაციას აქვს სპეციალური პროგრამები, რომლებიც ქვეყნებს სურსათთან დაკავშირებულ საგანგებო კრიზისის დაძლევაში ეხმარება.

შეგახსენებთ, რომ დავით კირვალიძე 2000 - 2004 წლებში საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი იყო. 2012-2013 წლებში კი იგი ხელმეორედ დაინიშნა იგივე თანამდებობაზე. ამჟამად კირვალიძე ამერიკული კომპანია CNFA-ის დირექტორთა საბჭოს წევრია.

ნათია ფეხშველაშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×