რეზონანსი
05.03.2019

 (რეზონანსი) გორში, კომბინატის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი მამაკაცი დაშავდა.

ავტომანქანა, რომელსაც დაზიანებული აქვს მარჯვენა მხარე, გადასულია ტროტუარზე, შემდეგ განათების ბოძს საბარგულის მხრიდანაა შეჯახებული.

ავარიის ამსახველი ფოტო თვითმხილველმა გადაიღო და მიზეზებს საპატრულო პოლიცია არკვევს. შემთხვევა კომბინატის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

წყარო: "qartli.ge"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×