რეზონანსი
05.03.2019

 (რეზონანსი) სავარაუდო გარყვნილი ქმედება გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში რამდენიმე დღის წინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

როგორც უწყების პრესსამსახურში „პრაიმტაიმს" განუცხადეს, საქმეზე მოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედებას გულისხმობს და სასჯელის სახით ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალსწინებს.

ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს მტკიცებულებების მოპოვების მიზნით. სავარაუდო მოძალადე ბიძას შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×