რეზონანსი
05.03.2019

 ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომას პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირი დაესწრება - აღნიშნული ცვლილება შეიტანეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტში, რომელსაც პარლამენტი ახლო მომავალში მეორე მოსმენით განიხილავს. ვახტანგ მაისაია, პოლიტოლოგი და ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, მიიჩნევს რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე ეს საკმაოდ ბუნებრივი და ნორმალური მოვლენაა.

„პრეზიდენტი ქვეყნის მთავარსადრდალი და ასევე ეროვნული თავდაცვის საბჭოს თავჯმდომარეც არის, ყოველ შემთხვევაში ფორმალურ დონეზე მაინც. აქედან გამომდინარე ბუნებრივია, რომ პრეზიდენტი უშუალოდ ვერ ჩაერთვებოდა მთავრობასთან არსებულ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საქმიანობაში"- აცხადებს მაისაია.

პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის მიერ არჩეული პიროვნება შეითვისებს კოორდინატორის ფუნქციას პრეზიდენტსა და მთავრობას შორის.

„პრინციპში, პრეზიდენტის მიერ მივლინებული ადამიანი, რომელსაც, ბუნებრივია, ექნება გარკვეული სტატუსი და ისაუბრებს პრეზიდენტის სახელით, ოპტიმალური ვარიანტია. ჯობდა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ყოფილიყო პრეზიდენტთან ასოცირებული ორგანო და იქ მომხდარიყო ძირითადი საკითხების განხილვა", - აღნიშნავს მაისაია.

მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტს უფლებები მნიშვნელოვნად შეზღუდული აქვს, მისი უფლებამოსილება საკმაოდ მაღალია.

„სულ არარსებობას ასეთი არსებობა მაინც ჯობია, თუ პრეზიდენტის საკითხი ასე გადაწყდა, რომ პრეზიდენტი წარადგენს თავის მიერ დანიშნულ პიროვნებას და ის მიიღებს მონაწილეობას საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომებზე, ალბათ, ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ეს არის ყველაზე ნორმალური მომენტი", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

ნინი იკაევა

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×