რეალური გაზაფხული საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 9 მარტიდან დიწყება. სინოპტიკოსები დათბობას უკვე ხვალიდან პროგნოზირებენ, თუმცა ხუთშაბათსა და პარასკევს ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიწევს, ბარში შესაძლებელია წვიმა, მთაში თოვლი, ხოლო 9 მარტიდან ტემპერატურა ისევ დათბება და ტემპერატურა +20 გრადუსს მიაღწევს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, უახლოესი სამი დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურის ცვალებადობას უნდა ველოდოთ
„დასავლეთ საქართველოში 6 მარტს +20 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა, აღმოსავლეთში +19 გრადუსამდე. 7 მარტს ბარში წვიმა და +12 გრადუსი, მთაში თოვლი და ქარბუქია შესაძლებელი, დაბლობში +12 გრადუსი სითბო. 8 მარტს ცივი ამინდი იქნება, 9 მარტს კი ისევ გამოიდარებს საქართველოს სრული მასშტაბით და შენარჩუნდება ტემპერატურა +20 გრადუსით", - განაცხადა ნიორაძემ.
თამთა ჩაჩანიძე