რეზონანსი
05.03.2019

 ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბათუმის ბულვარში 1 მაისიდან აიკრძალება მოტოციკლების, კვადროციკლების და ელექტრომობილების გამოყენება. როგორც ბათუმის მერის მოადგილე, სოფო ხალვაში აცხადებს,

რომ ასეთი გადაწყვეტილება მიღება განაპირობა ამ მაღალსიჩქარიანი ელექტრო მოწყობილობების მიერ დაშავებულთა რაოდენობის მკვეთრმა ზრდამ.

„ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი შემთხვევა მოყვა ამას. იმისათვის, რომ სწორად და კარგად გადაადგილება მოხერხდეს მოსეირნე ხალხის ბულვარში, ამიტომ მეც ვემხრობი ამას", - აცხადებს ხალვაში.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ ბათუმის საკრებულოს ამგვარი გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდეს ტურისტების რაოდენობაზე, რადგან გასაქირავებელი მოტოციკლების და კვადროციკლების რაოდენობა ბევრად მცირეა მოსეირნეებთან შედარებით. აკრძალვის ამოქმედების შემდგომ ბათუმის ბულვარში გადაადგილების უფლება ექნებათ ქვეითებს და ველოსიპედისტებს სპეციალურად გამოყოფილ ბილიკებზე.

„ფეხით ვინც გადაადგილდებას თუ შეფერხება მოჰყვა და აქ დაზიანებაზეა საუბარი, ჯანმრთელობაზე, აქედან გამომდინარე პირველ რიგში ესაა მნიშვნელოვანი და მერე უკვე სხვა დანარჩენი", - აცხადებს ხალვაში.

ნინი იკაევა

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×