რეზონანსი
05.03.2019

 ეკა ბესელიას ახალ კანონპროექტში, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას ეხება, გედევან ფოფხაძის თქმით, მოსამართლეთა პროცედურებსა და კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებს უფრო გამჭვირვალესა და ღიას გახდის.

„ეს პროცედურები შეთანხმებულია არასამთავრობო სექტორთან და იურისტების იმ ჯგუფთან, რომელთანაც ჩვენ შეხვედრები გვქონდა. შესაბამისად, კანონპროექტი კონსესუსის საფუძველზე შევიმუშავეთ“, - აღნიშნა ფოფხაძემ.

შეკითხვაზე, იმ მოსამართლეებს, რომელთა განაჩენის საფუძველზეც, საქართველომ სტრასბურგში სასამართლო დავა წააგო, ექნებათ თუ არა საკუთარი კანდიდატურის წამოყენების საშუალება, ფოფხაძემ „რეზონანსს“ ასე უპასუხა: „ეს საკითხი ჩემთვის პრინციპული არ არის, თუმცა, ამ კრიტერიუმის მიხედვით, მოსამართლის თანამდებობიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნას ჩვენ ვემხრობით.“

„იუსტიციის საბჭოს არ უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება, რომ კანდიდატს პარლამენტამდე მოსვლა შეუზღუდოს. მე მეჩვენება, რომ იუსტიციის საბჭო მოტივირებულია, რომ მისთვის არასასურველი ბევრი კანდიდატი ჩვენამდე არ მოვიდეს. ეს მოტივაცია, კანონის დონეზე, რაიმე ფორმით მაინც უნდა შეიზღუდოს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მარიამ ბოლქვაძე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×