რეზონანსი
06.03.2019

 ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა და მოვ­ლე­ნის ას­ტრო­ლო­გი­ურ ანა­ლიზს გვთა­ვა­ზობს. რამ­დე­ნად ხელ­საყ­რე­ლი პე­რი­ო­დი იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­თვის და რა შე­დე­გი მოჰ­ყვე­ბა პო­ლი­ტი­კო­სის ამ ნა­ბიჯს.

"რო­დის და­აბ­რუ­ნეს პო­ლი­ტი­კა­ში ღა­რი­ბაშ­ვი­ლი? სა­ქარ­თვე­ლოს რუ­კა­ზე ტრან­ზი­ტუ­ლი მზი­სა და ნეპ­ტუ­ნის შე­ერ­თე­ბა გვაქვს. მუნ­დე­ა­ნურ ას­ტრო­ლო­გი­ა­ში, ანუ ამ მეც­ნი­ე­რე­ბის იმ ნა­წილ­ში, რო­მე­ლიც ქვეყ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას შე­ის­წავ­ლის, მზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ნიშ­ნავს. ნეპ­ტუ­ნი კი - იდე­ა­ლიზმს და ილუ­ზი­ებს. ეს კი ნიშ­ნავს, რომ ვინც ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, ოც­ნე­ბებ­ში და ილუ­ზი­ებ­შია გა­და­ვარ­დნი­ლი, ვერ აფა­სებს სი­ტუ­ა­ცი­ას და ვერ ხე­დავს იმას, რა­საც სხვე­ბი თვალ­ნათ­ლივ არ­ჩე­ვენ.

არის კი­დევ სხვა ვა­რი­ან­ტიც - რომ ეს ნა­ბი­ჯი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი­დან თა­ვის აცი­ლე­ბის მიზ­ნით გა­და­იდ­გა. მინ­და გა­ვაფრ­თხი­ლო ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ვუ­თხრა - მზი­სა და ნეპ­ტუ­ნის შე­ერ­თე­ბა­ზე მი­ღე­ბულ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­მა შე­იძ­ლე­ბა უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დოს და გა­მო­იწ­ვი­ოს უფრო დიდი და­ნა­კარ­გე­ბი", - ამბობს ასტროლოგი.

(ამბები)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×