ასტროლოგი ხათუნა ნოელი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმაურება და მოვლენის ასტროლოგიურ ანალიზს გვთავაზობს. რამდენად ხელსაყრელი პერიოდი იყო აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის და რა შედეგი მოჰყვება პოლიტიკოსის ამ ნაბიჯს.
"როდის დააბრუნეს პოლიტიკაში ღარიბაშვილი? საქართველოს რუკაზე ტრანზიტული მზისა და ნეპტუნის შეერთება გვაქვს. მუნდეანურ ასტროლოგიაში, ანუ ამ მეცნიერების იმ ნაწილში, რომელიც ქვეყნების განვითარებას შეისწავლის, მზე ხელისუფლებას ნიშნავს. ნეპტუნი კი - იდეალიზმს და ილუზიებს. ეს კი ნიშნავს, რომ ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, ოცნებებში და ილუზიებშია გადავარდნილი, ვერ აფასებს სიტუაციას და ვერ ხედავს იმას, რასაც სხვები თვალნათლივ არჩევენ.
არის კიდევ სხვა ვარიანტიც - რომ ეს ნაბიჯი პასუხისმგებლობებიდან თავის აცილების მიზნით გადაიდგა. მინდა გავაფრთხილო ჩვენი ხელისუფლება და ვუთხრა - მზისა და ნეპტუნის შეერთებაზე მიღებულმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს და გამოიწვიოს უფრო დიდი დანაკარგები", - ამბობს ასტროლოგი.
(ამბები)
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე