ია აბულაშვილი
06.03.2019

 "არა მგონია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში იმიტომ დაბრუნდა, რომ პარტიის ოფისში იჯდეს პოლიტიკური მდივნის თანამდებობაზე. მას ახალი ფუნქცია აქვს დაკისრებული, თუმცა კონკრეტულად რა, ვერ გეტყვით, ეს გამოჩნდება მას შემდეგ, რაც ის პირველ ნაბიჯებს გადადგამს" - ასე ეხმიანება ექსპერტი და ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში მეორედ დაბრუნებას.

"ვერსიების დონეზე თუ ვისაუბრებთ, მისი დაბრუნების მოიტივი შეიძლება ყოფილიყო, ის, რომ ივანიშვილმა ამით სიგნალი მისცა საზოგადოებას, რომ პარტიაში იწყება ცვლილებები.

"დღეს "ქართული ოცნება" ისეთ მდგომარეობაშია, რომ ივანიშვილს სჭირდება ისეთი კადრები, რომელსაც ბოლომდე ენდობა. არა მგონია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მხოლოდ პარტიის ოფისში იჯდეს პოლიტიკური მდივნის თანამდებობაზე, მას როგორც ჩანს, ახალი ფუნქცია აქვს დაკისრებული, კონკრეტულად რა, არ ვიცი, ეს გამოჩნდება მას შემდეგ რაც იგი პირველ ნაბიჯებს გადადგმას.

"პირველი ნაბიჯი კი ვფიქრობ იქნება რეგიონალური სტრუქტურების გამყარება. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ვნახეთ, რომ ამ სტრუქტურებმა ვერ იმუშავა და შედეგი ვერ დადო.

"რაც შეეხება ვერსიებს იმასთან დაკავშირებით, რომ იგი დაბრუნდა პარლამენტში კობახიძის ჩასანაცვლებლად, ღარიბაშვილმა უკვე განაცხადა, რომ იგი არ აპირებს პარლამენტში შესვლას, თუ პარლამენტში არ შევა, მაშინ როგორ ჩაანაცვლებს კობახიძეს.

"ბესელიასთან დაკავშირებით კი არ ვიცით შემდეგი ნაბიჯებით რის გაკეთებას აპირებს. შეძლებს თუ არა ის ფრაქციის ჩამოყალიბებას, მისცემენ თუ არა ამის საშუალებას და ეს ფრაქცია ღიად რა პოზიციას დააფიქსირებს, არის ოპოზიცია თუ არა.

"რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი შეიძლება აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვიხილოთ, ვერ გეტყვით, თუმცა აქაც გარკვეული ცვლილებებია საჭირო, ინფრასტრუქტურული და განსაკუთრებით ეკონომიკური განვითარების პროექტების კუთხით და ეს საკითხი უკვე მწიფდება"- განაცხადა "რეზონონსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×