რეზონანსი
06.03.2019

 (რეზონანსი) 13 იანვარს 30 წლის მამაკაცი დააკავეს. ის მოზარდს ფეისბუქით დაუკავშირდა და პირადი და ოჯახის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას აიძულებდა, ბავშვი რომ ვერ აიყოლია, ­ მისი ფოტოების გამოქვეყნებით დაემუქრა.

გოგონამ დახმარებისთვის დედას მიმართა და ახლა იმ პირს სასამართლოში მოუწევს ახსნა, რატომ აშანტაჟებდა 9 წლის გოგონას.

ბავშვის დედა: - სამსახურში ვიყავი, შვილმა მომწერა, ვიღაც "ფეისბუკზე"­ გადამეკიდა და ჩემი ფოტოების სადღაც გამოქვეყნებით მემუქრებაო. ბავშვის "ფეისბუკის" პაროლი მაქვს, თითქმის ყოველ საღამოს ვამოწმებ. მაშინვე წავიკითხე მიმოწერა, ვიღაც იკა კუციას სახელით დარეგისტრირებული პირი სწერდა და ითხოვდა პირადი მიმოწერა მესინჯერში გაეგრძელებინა. ბავშვი უხსნიდა, რომ უცნობ ადამიანებს არ ელაპარაკება. რომ არ უპასუხა მის კითხვებს ჩემი შვილის პროფილიდან ამოკრეფილი ფოტოები ჩაუყარა მესინჯერში, თუ არ გააგრძელებ ჩემთან მიმოწერას, შენს ფოტოებს ავტვირთავო.

მაშინვე ვცადე მესინჯერით მასთან დაკავშირება, მაგრამ არ მიპასუხა. მერე ხმოვანი შეტყობინება გავუგზავნე, რომ პოლიციაში გავაგრძელებდით ურთიერთობას და დამბლოკა. მაშინვე მივედით პოლიციის განყოფილებაში. დანარჩენი გამოძიებამ გაარკვია. შს სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში ნახსენებია, რომ იმ მამაკაცს ინტიმური მიმოწერა ჰქონია ბავშვებთან. ჩემს შვილთან საქმე აქამდე არ მისულა, რადგან მაშინვე შემატყობინა. ბევრი 15-16 წლის მოზარდი მიიყვანეს ასეთმა ნაძირალებმა თვითმკვლელობამდე. ჩემი 9 წლის შვილი კი უფრო მომზადებული აღმოჩნდა, იმიტომ, რომ ბევრს ვსაუბრობთ ამ საფრთხეებზე.

"კვირის პალიტრა"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×