"ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით "ოცნებას" ის პერსპექტივა ექნება, რომ პირველ ეტაპზე დაიწყება პარტიის გაწმენდა და ახალი გუნდის ჩამოყალიბება. საზოგადოებისთვის მოხდება ახალი პროგამის შეთავაზება, 2020-2024 წლების და ეს უნდა წარმოაჩინოს ახალმა გუნდმა"- ასე ეხმიანება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ პოიტიკაში დაბრუნებას.
"ბესელია და მისი გუნდი წასულია და დარჩა ხალხი, რომელიც გასაშვებია. ამიტომ, ივანიშივილს არ უნდა, რომ ყველაფერი მას მიეწეროს და მოიყვანა ის კაცი, რომელიც მას ამ შავ საქმეში ჩაანაცვლებს.
"კობახიძის ჩანაცვლება არ არის მთავარი მიზანი, რადგან რაც ეს პროცესი დაიწყო, საკმაოდ გაუტყდათ სახელი, ამიტომ ისინი კონკურენციის საფრთხეს ვერ შექმნიან.
"ირაკლი ღარიბაშვილის მოსვლით "ოცნებას" ის პერსპექტივა აქვს, რომ პირველ ეტაპზე დაიწყება პარტიის გაწმენდა და ახალი გუნდის ჩამოყალიბება. საზოგადოებისთვის მოხდება ახალი პროგრამის შეთავაზება 2020-2024 წლების და ეს უნდა წარმოაჩინოს ახალმა გუნდმა. შემდეგ ცვლილებების პროცესი გადავა აღმასრულებელ ხელისუფლებაში"- განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.