რეზონანსი
06.03.2019

პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან 61 თა­ნამ­შრო­მე­ლი უკვე გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ამ­ჟა­მად მე­სა­მე ეტა­პი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რის შემ­დე­გაც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში სულ 60 თა­ნამ­შრო­მე­ლი უნდა დარ­ჩეს.

რო­გორც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ თა­ნამ­შრომ­ლებს შო­რის სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მსა­ხი­ო­ბი ანი ჩი­რა­ძეც (ჩიკა) მოხ­ვდა. იგი პრე­ზი­დენტ მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან არ­სე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ში მუ­შა­ობ­და, რო­მე­ლიც ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ით გა­უქ­მე­ბას და­ექ­ვემ­დე­ბა­რა და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ძველ თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად ვერც ანი ჩი­რა­ძე და­საქმდა.

საბ­ჭო 16 ნო­ემ­ბერს გა­უქ­მდა, რის შემ­დე­გაც ანი ჩი­რა­ძემ "ფე­ის­ბუქ­ზე" სამ­სა­ხურ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, წარ­წე­რით, "#გა­უქ­მე­ბუ­ლი­ნაშ­რო­მი", რა­შიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ მისი სამ­სა­ხუ­რის გა­უქ­მე­ბას გუ­ლის­ხმობ­და. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ჩი­რა­ძე უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ში იმ დრო­ი­დან მუ­შა­ობ­და, რაც საბ­ჭოს მდივ­ნად ირი­ნა იმერ­ლიშ­ვი­ლი და­ი­ნიშ­ნა. ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რომ ჩი­რა­ძე და იმერ­ლიშ­ვი­ლი მე­გობ­რო­ბენ.

(ამბები)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×