(რეზონანსი) სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე მშობლებს მიმართავს.
"მშობლებო, დედებო და მამებო, არ უყიდოთ თქვენს 17 წლის შვილს ავტომობილი, მას ჯერ ეს არ დაუმსახურებია.
ეს იგივეა 4-5 წლის ბავშვს გადატენილი კალაშნიკოვი მისცეთ სათამაშოდ. დაფიქრდით მშობლებო! გუშინ 3 ნასვამი 17-18 წლის ახალგაზრდა დაიღუპა ავარიაში შინდისში, 150-ით ჩაიარეს სოფლის ცენტრი...
მე აქცენტი გავაკეთე იმაზე, რომ ახალგაზრდამ თვითონ უნდა შეაგროვოს ფული ავტომობილის შესაძენად. როდესაც ახალგაზრდისთვის გასართობად ყიდულობს მშობელი, დანაშაულად მიმაჩნია" - წერს ოგბაიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე