ია აბულაშვილი
07.03.2019

 "ბიძინამ ერთი კოზირი უკვე გამოაჩინა და ალბათ რამდენიმე კიდევ შემონახული აქვს. იმედია, უახლოეს მომავალში ბევრი სასიკეთო საქმის მომსწრე გავხდებით" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა "ოცნებაში" მიმდინარე მოვლენებზე. აღსანიშნავია, რომ მან ღარიბაშვილი დაბრუნება "რეზონანსთან" რამდენიმე თვის წინ ჩაწერილ ინტერვიუში იწინასწარმეტყველა.

იგორ კვესელავა: დაახლოებით 6 თვის წინ გავაკეთე პროგნოზი, რომ ივანიშივლი ირაკლი ღარიბაშვილს პოლიტიკაში დაბარუნებდა და ამას ხშირად ვიმეორებდი. ჩემს ამ მოსაზრებას ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა, მაგრამ გამართლდა და მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. შემთხვევით არაფერი ხდება და არც ივანიშივლი დაბრუნდა შემთხვევით პოლიტიკაში, იგრძნო, რომ მის პროექტს, მის მონაპოვარს, "ქართულ ოცნებას", საფრთხე ემუქრებოდა და იძულებული გახდა დაბრუნებულიყო.

დღეს არც ქვეყნისთვის და პირადად მისთვის, მთავარი არ არის პარტიის გადარჩენა, პარტიები იშლება და ახლები იქმნება. დღეს მთავარი არის ხელისუფლების მიერ აღებული კურსის გადარჩენა, ეს არის საშინაო და საგარეო პოლიტიკა. 25 წლის მანძილზე ყველა ხელისუფალი ამბობდა, რომ საგარეო პოლიტიკა განსაზღვრავს საშინაო პოლიტიკას, გარდა ზვიად გამსახურდიასი, რომელიც ამბობდა, რომ სწორედ საშინაო პოლიტიკა განსაზღვარავს საგარეო პოლიტიკას. რაც ჩვენ დავინახეთ, საშინაო პოლიტიკაში შედეგი ვერ მივიღეთ და ამიტომაც არ გვაქვს სრული შედეგი საგარეო პოლიტიკაში.

"რ": ექსპერტთა გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ღარიბაშვილი ამჯერადაც ვერ იქნება თავისუფვალი თავის მოქმედებებში...

ი.კ: ამ ახალგაზრდებს, კობახიძე და მის გუნდი მყავს მხედველობაში, მართლაც ჰქონდათ თავისი ხედვა და შემართება, თუმცა არ ჰქონდათ გამოცდილება. ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ და მითხარით, რა გამოცდილება აქვს ირაკლი კობახიძეს. ივანიშვილი ეძებს გამოსავალს შექმნილი სიტუაციიდან და იწყებს მუშაობას 2020 წლისთვის, მას სჭირდება გამოცდილი ადამიანები, რომლებსაც ენდობა. ეს არის ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც საკმაო გამოცდილებაც აქვს და ეროვნული კაცია. დიდი შედომებიც არ დაუშვია და ძალიან მოკრძალებულად წავიდა. ამ ხნის მანძილზე სამდურავი სიტყვა არ დაუძრავს, დუმილს კი ოქროს ფასი აქვს პოლიტიკაში.

"რ": ისევ ექსპერტებს დავესესხები, მისი პირვლივე ნაბიჯებიდან გამოჩნდება ხელეწიფება თუ არა "ოცნებაში" შემინილი ქაოსი გამოასწოროსო.

ი.კ: რადაგან პარტიის პოლიტიკური მდივნის თანამდებობა ჩააბარეს, ბუნებრივია, რომ ცვლილებებს სწორედ პარტიიდან დაიწყებს. გამორიცხული არ არის, რომ სწორედ მის გარეშმო ჩამოყალიბდეს სერიოზული პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც 2020 წლის არჩევნებს მოიგებს. "ნაციონალურ მოძრაობასთან" და "ევროპულ საქართველოსთან" კომპრომისი არ გამოვა, თუმცა სხვა დანარჩენ პარტიებთან საერთო ენა უნდა მოძებნოს და სხვა კალაპოტი მისცემს ამ არაჯანსაღ პოლიტიკურ პროცესებს.

პირველი ნაბიჯი ალბათ რეგიონებში პარტიული ორგნიაზციების გამყარება იქნება, რომელთა მუშაობაც ადგილებზე ძალიან სუსტია და ამის შედგი ვნახეთ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ. მაჟორიტარებსაც არ მოუკლავთ თავი მუშაობით, წელიწადში ერთხელ თუ ჩავლენ და მაშინაც რას აკეთებენ... პარლამენტში არ დადიან და რაიონებში ივლიან, 50 სხდომიდან 40-ს რომ გააცდენ, ძნელია დაიჯერო, რომ ქვეყანაზე ზრუნავენ.

პირველ რიგში ალბათ ყველა სფეროში საკადრო პოლიტიკაა მისახედი, ახალი კადრებია საჭირო. პარტიის შემდეგ ცვლილებები დაიწყება მთავრობაშიც და აქტიური მუშაობა ეკონომიკური და სოციალური პიროებების გაუმჯობესების კუთხით. ქვეყანში პროლეტარების ფენა გაჩნდა, 250 ათასზე მეტი პროლეტარი გვყავს, საშუალო ფენა აღარ არსებობს, გვყავს ერთი მუჭა მილიონრები, რომელთაც უნდათ მართონ ქვეყანა. ასე გაგრძელება კი აღარ შეიძლება.

ცვლილებები ძალიან მალე უნდა დაიწყოს, რომ ხალხმა თავის თავზე იგრძნოს ის სიკეთე, რაც "ოცნებას" და მის ხელმძღვანელობას აქვს ჩაფიქრებული. ივანიშვილმა ერთი კოზირი უკვე გამოაჩინა და ალბათ კიდევ აქვს შემონახული. იმედია, რომ უახლოეს მომავალში ბევრი სასიკეთო საქმის მომსწრე გავხდებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×