ანა დოლიძე ადამიანების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, ვინც უკან დახევა არ იცის. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. ჟურნალ "გზასთან" მან ვერ გაიხსენა ის, რაც შეიძლება სისუსტედ მიიჩნიოს, მით უფრო, რომ უსამართლობა მასზე ძალიან მოქმედებს. რაც შეეხება ოჯახსა და მატერიალურ მდგომარეობას, ანამ აქაც გამოაჩინა მტკიცე ხასიათი:
"როგორ მინდა, მეც მყავდეს მდიდარი მამა, აი, ისეთი, ჩვენს პარლამენტარებს რომ ჰყავთ და გაიძახიან, ეს მამამ მაჩუქა, ის მამამ მიყიდაო. მამა გარდაცვლილი მყავს, დედას კი არაფრის საშუალება არა აქვს. ნამდვილად არ ვიქნები წინააღმდეგი, შეძლებული მშობლები რომ მყავდეს და უზომოდ მდიდარი ვიყო, მაგრამ ასე არ არის. ძალიან დიდი შემოსავალი მქონდა კანადაში, ასე რომ, ორივე ბინა საკუთარი შრომით ვიყიდე..." - აცხადებს ანა დოლიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე