ია აბულაშვილი
08.03.2019

 "როცა ამხელა ბოსებზეა ლაპარაკი და ამხელა ფულის მშოვნელ ხალხზე, იქ მიდის ბრძოლა რაღაცეების გადანაწილებაზე. მდიდარი ხალხი ერთმანეთში რომ ბრძოლობს, ეს ტარგედია არ არის, ტრაგიკულ მდგომარეობაში ვართ ჩვენ, ბოლოს ეგენი მაინც მორიგდებიან და თუ რამე აქვთ გადასანაწილებელი, დროზე გაინაწილონ და მორჩნენ. ხალხს ტყუილად ნუ ასულელებენ," - ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე ბოლო დროს ხელისუფლებას და ბიზნესს შორის გაჩენილ ბზარს.

"მე არცერთი პარტიის მომხრე არ ვარ, მომხრე ვარ იმ პარტიის, რომელიც ჩემს ქვეყანას გადამირჩენს, მაგრამ რა ჰქვია ამ პარტიას, არ ვიცი. ვიცი ის, რომ დღეს ძალიან მძიმე სიტუაციაა, პოზიციაშიც და ოპოზიციაშიც ყველაფერი არეულია. ოპოზიციაშიც მარტო თავის ჯიბეზე რომ ფიქრობს და რევოლუციას მოვაწყობო, რევოლუციას აწყობენ ლიდერები და ჯერ ასეთი ლიდერი ჰორიზონტზეც არ ჩანს, ყარა-ყუმის უდაბნოში ძინავს, სოფელ დიშტანბაშში.

რაც შეეხება პოზიციას, ანუ "ოცნებაში" მიმდინარე მოვლენებს, პარტიაშიც და პარლამენტშიც ყველაფერი არეულია, მაგრამ თუ რაღაც ცვლილებებს იწყებენ, ალბათ ერთ კონად უნდათ შეკრან და ამას ირაკლი ღარიბაშვილი შეძლებს. ივანიშვილმაც ალბათ ამ მიზნით დააბრუნა, რომ ენდობა. მე ცოტა ტენდენციურად ვარ განწყობილი ღარიბაშვილის მიმართ, რადგან ეროვნული კაცად მიმაჩნია. თანაც რომ წავიდა, სხვებივით არ მოიქცა, პარტიის და ივანივშილის გინებას რომ იწყებენ. ადგა და უხმაუროდ წავიდა. ახლა საქმე, იცით, როგორ არის, ბლიც-პოლიტიკა გვაქვს, ბლიც-ჭადრაკის თამაშის დროს რომ ხდება, ვინც უფრო სხარტი და გონიერია, ის რომ იგებს. ამათაც სხარტად და აზრიანად უნდა იმოქმედონ.

მიშა სააკშვილზე ერთი ცუდი სიტყვა არ მითქვამს, მიმაჩნდა, რომ ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო, მაგრამ შეცდომები რომ დაუშვა, ხალხმა არ აპატია. ბიძინამაც არ უნდა დაუშვას შეცდომები, ახლა ლაპარკის დრო აღარ არის, მოქმედებაა საჭირო, თორმე ხალხი თუ გაბრაზდა მერე მტრისას.

რაც შეეხება ამბავს, რომ ბიზნესი ხელისუფლებას დაეჯახაო, გეტყვით რაც ხდება - როცა ამხელა ბოსებზეა ლაპარაკი და ამხელა ფულის მშოვნელ ხალხზე მანდ მიდის ბრძოლა რაღაცეების გადანაწილებაზე. ტარგედია ნამდვილად არ არის მაგათი ერთმანეთში ბრძოლა, ტრაგიკულ მდგომარეობაში ვართ ჩვენ, ხალხი, თოჯინები რომ ვგონივართ და გვასულებელებენ. ბოლოს ეგენი მაინც მორიგდებიან და რა უნდათ, რომ ჩვენ მშივრებმა ან ერთს დავუჭროთ მხარი ან მეორეს? თუ რამე აქვთ გადასანაწილებელი, გაინაწილონ და მორჩნენ.

ერთი ამბავი მახსენდება, კომუნსიტების დროს იყო, ცეკას მდივანი თუ ვიღაც ბობოლა მოხსნენს და ჩემი ახლოებელი გახარებული იყო, მე ვუთხარი, შე სულელო, რა გიხარია, ეგ რომ მოსხნეს, მთელი მატარებელი ფულით დატენილი წაიღო და შენ იმ მატარებელში არც მჯდარხარ-მეთქი..." - ამბობს "რეზონანსთან" გივი სიხარულიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×