რეზონანსი
08.03.2019

 სისხლიანი გარჩევა მოზარდებს შორის: სიტყვიერი შელაპარაკება სამი მოსწავლის დაჭრით დასრულდა.

ინციდენტი ნაძალადევში მოხდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ჩხუბში 20-მდე მოზარდი მონაწილეობდა.

კლინიკაში მკურნალობას ერთი დაჭრილი განაგრძობს, ორი კი უკვე გაწერეს. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი არასრულწლოვანი დააკავეს.

პოლიციის მიერ დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა არასრულწლოვანი ბ. მ. მან აღიარა ჩადენილი დანაშაული. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×