რეზონანსი
09.03.2019

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ქურდობის ბრალდებით, 1970 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს.

ბრალდებულმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარნაბიანთკარში მოქალაქეების კუთვნილ საცავსა და ორ საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეაღწია და იქ არსებულ საყოფაცხოვრებო ნივთებს ფარულად დაეუფლა.

მათივე ცნობით, პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ბინასა და სადგომში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×