რეზონანსი
10.03.2019

 ქუთაისში მდებარე რესტორან "პალადიუმში" სტუმრებს საკუთარი თავის მომსახურება თავად მოუხდათ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რესტორანი მომსახურე პერსონალმა სტუმრების მოსვლამდე ერთი საათით ადრე დატოვა.

"ასეთი არაფერი მინახავს. არც ერთი მიმტანი არ იყო და სუფრები სტუმრებმა გავშალეთ და ვიქეიფეთ არნახულად, არავინ არ დატოვა რესტორანი", – წერს ერთ-ერთი სტუმარი ხათუნა მეგენეიშვილი-სირაძე.

შემთხვევა 8 მარტს მოხდა. მომხდართან დაკავშირებით მოგვიანებით განცხადება რესტორნის ადმინისტრაციამაც გაავრცელა.

"პალადიუმში" დღეს ულამაზესი საღამო ჩატარდა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სტუმრების დამსახურებაა. გვინდა, რესტორნის ადმინისტრაციამ უღრმესი მადლობა გადავუხადოთ თითოეულ მათგანს თანადგომისთვის, გულისხმიერებისთვის, თავდადებისთვის, სითბოსთვის და სიყვარულისთვის რაც დღეს გვაგრძნობინეს. თქვენ რომ არა, დღევანდელი დღე ვერ შედგებოდა", – ნათქვამია რესტორნის განცხადებაში.

(სარკენიუსი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×