რეზონანსი
10.03.2019

 (რეზონანსი)) ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით 29 წლის მამაკაცი დაჭრეს. მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.

გავრცელებული ინფორმაციით კონფლიქტი რამდენიმე პირს შორის მოხდა და მამაკაცს ცეცხლი ავტომობილში გაუხსნეს. პოლიციამ მანქანა, რომელსაც ნატყვიარი აქვს, ერთ-ერთ მიტოვებულ შენობასთან იპოვა. მანქანაში მძღოლს დატოვებული აქვს მობილური ტელეფონი. სავარაუდოდ მან მანქანა მიატოვა და გაიქცა.

დაჭრილს უკვე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია და მკურნალობას ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში განაგრძობს. დაჭრილის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით დაიწყო. ჯანმრთელობის დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-ტარება-შენახვა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×