რეზონანსი
10.03.2019

 ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით "თიბისი ბანკის" ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება. მძინარაშვილი გუშინ გავრცელებული ინფორმაციის ინტერპრეტირებულ ვერსიას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ე.წ. მუქარის წერილი მამუკა ხაზარაძეს გიორგი გახარიამ შუამავალ ბადრი ჯაფარიძის საშუალებით გადასცა.

"გ.გ. სარდაფში შეხვდა მეზობელ ბ.ჯ.-ს და წერილი გაატანა მ.ხ.-სთან. ბ.ჯ. ეკითხება, – აქ წერია, რომ მ.ხ.-მ უნდა ილაპარაკოს. მე არაფერს დამავალებთო? გ.გ-მ თვალი ჩაუკრა და უპასუხა, – შენ უკვე შესრულებული გაქვს დავალებაო.

აზრზე არა ვარ, გ.გ. რა დავალებას გულისხმობდა. არც ის მახსოვს, მარჯვენა თვალი ჩაუკრა თუ მარცხენა. ეს ყველაფერი ნ.გ.-მ უთხრა ნ.მ.-ს და ჩვენ ნ.მ.-სგან გავიგეთ მ.გ.-ს პირით.

სარდაფს ვერ გასცდა ნაცსექტა", - წერს ბონდო მძინარაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×