რეზონანსი
10.03.2019

 (რეზონანსი) „გარემოს დაცვა ქართულად" - ამ წარწერით ვრცელდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ზაზა ხუციშვილის ფოტო, რომელიც ნანადირევთან ერთად არის გადაღებული. ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

"აი, ეგ თოფი ერთ ადგილას უნდა გაგიკეთოს კაცმა. ჩვენს გადამწვარ ტყეებს კურდღლების დახოცვა უნდა? ბუნებას გენოციდი ხანძრების სახით გამოუცხადეს ამ ვიღაცა, უკაცრავად და, ფულს დახარბებულმა ხიხოებმა";

"კურდღლები თუ არ დახოცე, ახალი ხის ნერგები რაც ამოვა, ეგრევე ჭამენ და ახმობენ და ნადირობა ზოგჯერ სავალდებულოც არის, თუ რომელიმე სახეობა ზედმეტად გამრავლდება, გამოხშირვა სჭირდება ხოლმე";

"ეს როგორ მოკალი, შე ნადირო შენა!";

"ეს უბედურები მირბიან პოლიტიკაში თავიანთი ცხოვრების მოსაწყობად. რა მომღერალიც იყო, ისეთი პოლიტიკოსია! ასეთი ფოტოს საქვეყნოდ დადება საამაყოა? თურმე "მაგარი"კაცი ყოფილა, ცხოველებსაც ხოცავს";

"გარემოს დაცვა არ უნდა ჩააბარო მონადირეს".

 

For.ge

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×