რეზონანსი
11.03.2019

 (რეზონანსი) "ქართულმა ოცნებამ" მთაწმინდის ამომრჩეველს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, შესაძლოა, ცნობილი ექიმის, ლადო კახაძის კანდიდატურა შესთავაზოს.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ერთ-ერთი რეალური კანდიდატი, ვისაც სახელისუფლო პარტია მთაწმინდის საარჩევნო ოლქში წარსადგენად განიხილავს, ლადო კახაძეა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

ლადო კახაძე 1998-2002 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.

პარლამენტის შუალედური არჩევნების მთაწმინდის ოლქში მაისში გაიმართება.

 

 

წყარო: - interpressnews.ge

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×