რეზონანსი
12.03.2019

 მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის სალომე ლომთათიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი ლალი მარგიანი ემოციურ მიმართვას აქვეყნებს:

"ცას მიდიან გოგო-ბიჭები! ზოგიც ნებით და ზოგიც - უნებურად კარგები გაჰყავსო უფალს, მზის სხივს ედევნებიანო, ცას მიდიანო... მოგვიმრავლდნენ ცასწავალები ნებით თუ უნებურად...

უბედურდებიან დედები, აუბედურებენ შვილები და კიდევ მეტად სხვისი შვილები, ცოდვას იდებენ სამისდღემჩიოს.

ნუგეშისცემას ვერ შეძლებს ვერავინ, შვილმკვდარი დედაც კი,რადგან ასეთ დროს ყველა სიტყვა ძალას კარგავს, მაგრამ სიცოცხლე თავისას ითხოვს, მიცვალებულის სული თავისას და სანამ ამქვეყნად ყოფნის დრო არ ამოგვეწურება, უნდა გავუძლოთ- სხვა გზა არაა, სხვა ხსნა არაა!

ჩვენ, კლასელები სულშეძრულნი ვართ, ეს დღეები ნატო ჯაფარიძის წუხილს ვწუხვართ, კიდევ ერთ გაუბედურებულ დედას დავტირით შვილის ცხედარს რომ ვერ შელევია! სალომე ლომთათიძის შეწყვეტილ სიცოცხლეს ვტირით დედასთან ერთად!

ჩვენი ყველაზე მხიარული, უბოროტო და უწყინარი მეგობრის სახეზე ღიმილი ჩაქრა, ობლობაში გაზრდილი შვილი ვიღაცის დაუდევრობამ იმსხვერპლა!", - წერს ლალი მარგიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×